გორში "სტაიანშიკს" მანქანა დაეჯახა - ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი ე.წ ,,სტაიანშიკს" დაეჯახა. ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
დაშავებულის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ტვ მონიტორინგი ამ წუთებში არკვევს.