კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა ბრალდება წარუდიგნეს



კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა ბრალდება წარუდიგნეს

კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა ბრალდება წარუდიგნეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში,  არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ