სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქვახვრელში ძაღლი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ქვახვრელში ძაღლი დახრჩობას გადაარჩინეს. 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი მდინარე მტკვრის სანაპიროზე ამოსულ ხეზე გაიჭედა და უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ფაქტი ადგილობრივმა მკვიდრმა შეამჩნია და მაშველების დახმარება ითხოვა.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა რეაგირება მალევე მოხდინეს და ძაღლი გადარჩინეს.
უცნობია როგორ მოხვდა ძაღლი ხეზე, საიდანაც ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.