მღვდელი, რომელიც გორში ღვედის გარეშე მოძრაობდა პატრულმა არ დააჯარიმა
გორში, კომბინატის დასახლებაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც სასულიერო პირი ღვედის გარეშე მართავდა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერეს. მღვდელი მხოლოდ ალკოჰოლზე შეამოწმეს და მალევე გაუშვეს.
,,მოვდიოდი ქუჩაში, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომესაც მღვდელი მართავდა. დავინახე, რომ ღვედი არ ეკეთა და ამაზე თვალი დახუჭეს. მოკლედ, შერჩევითი სამართალია ჩვენს ქვეყანაში. კანონი მხოლოდ მოკვდავებისთვის არის“ - უთხრა თვითმხილველმა ,,ტვ მონიტორინგს“.