ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - ახალი დეტალები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დაჭრილი ახალზარდა მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ძველ კონფლიქტს გამო გაუსწორდნენ. სოფელში დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მამაკაცებს შორის დაპირისპირება სოფლის ცენტრში დაიწყო, რასაც გასროლა მალევე მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ მკვლელობა ცივი იარარით, დანით მოხდა. საქმეს უკვე სწავლობს პოლიცია.
,,გავიგე, რომ ცეცხლსასროლი იარარიდან ესროლეს. მომხდარი ძველ კონფლიქტს უკავშირდება. პოლიციაც იყო და დააკავეს ვინც ესროლა„ - გვითხრა ნიკოლოზ ახალკაცმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.