ხაშურში ამერიკული სამხედრო ჯაზბენდის „Rhine River Ramblers" კონცერტი გაიმართა



ხაშურში ამერიკული სამხედრო ჯაზბენდის „Rhine River Ramblers" კონცერტი გაიმართა

კონცერტი, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, აშშ საელჩოს, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, პარლამენტის წევრის ბიუროს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, აშშ - საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნინო ლიპარტელიანმა და აშშ საელჩოს წარმომადგენელმა შონ კელიმ. ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის არის დამყარებული და დღითიდღე ვითარდება. ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, ქვეყნებს შორის პარტნიორობის აღსანიშნავად და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად შესრულდა აშშ-ს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. კონცერტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ