ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - მანქანა ბოძს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯხეა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტომობილის მძღოლი 250 ლარით, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, ასევე ენერგო-პრო-ჯორჯიასთვის, ზარალის ანაზღაურება დაეკისრა.