ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი - გახელაძე სახლში პრემიერმა საკუთარი მანქანით წაიყვანა



ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი - გახელაძე სახლში პრემიერმა საკუთარი მანქანით წაიყვანა

ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ზაზა გახელაძემ პირველი კომენტარი გააკეთა მედიისთვის.

 

"არ ველოდებოდი დღეს მაინც. ღმერთის წყალობით, პატრიარქისა და პრემიერის დახმარებით თავისუფალი ვარ. სახლში დარწმუნებული ვარ ჩემი შვილები მიყურებენ. ხვალ, ზეგ მაზეგ [ვილაპარაკოთ]", - განაცხადა ზაზა გახელაძემ.

გახელაძე პრემიერმა საკუთარი მანქანით წაიყვანა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი გახელაძე დღეს გაათავისუფლეს, მან ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ