ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა



ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლის განცხადებითვე, მას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავებენ.

რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი - გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

კახა დამენია კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ 220- მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობითრუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ