კასპში მამაოს სამი ველოსიპედი მოპარეს

BOG


კასპში მამაოს სამი ველოსიპედი მოპარეს

ქურდობა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ კავთისხევში მცხოვრები სულიერო პირის ეზოდან 3 ველოსიპედი მოიპარეს. მომხდარის შესახებ ცნობილი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გახდა, სადაც იგი საზოგადოებას მიმართავს. მოქალაქე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დარეკონ.

,,მამა ალექსანდრეს ეზოდან 3 დიდი ველოსიპედი არის მოპარული. შავი, მწვანე და შავი ყვითელი ზოლებით. თუ რამე საეჭვოს შენიშნავთ ან ვინმე მეორად ველოსიპედს ყიდიდეს გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 551-11-33-53.“ - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ