ინფორმაცია, რომ თითქოს ავარიაში დაშავებულ გიორგი ცერაძეს ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაშავებული გიორგი ცერაძეს ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება სიმართლესარ შეესაბამება.
ამის შესახებ ინფორმაციას, ცერაძისექიმი ტატო ქაჯაია ავრცელებს.
ექიმი ამბობს, რომმათი მხრიდან ძვირადღირებული მედიკამენტების საჭიროებაზე ოჯახის ახლობლებთან საუბარი არყოფილა.
შესაბამისად უცნობია ვინ ან რა მიზნით გაავრცელა ინფორმაცია.
,,უნამუსობას არ აქვს საზღვარი! ამ პაციენტის ექიმი მე ვარ!
აბა გაბედოს ვინმემ და ბრალი დამდოს რომ ან მედიკამენტების შემოტანა მოვითხოვე ან ფული!
ნამუსი რა არის იცით???" - წერს ,,გორმედის" ექიმი, ტატო ქაჯაია.
ცნობისთვის ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,
რომ გიორგი ცერაძეს ფინანსური დახმარება სჭირდებოდადა ამისთვის საბანკო ანგარიშის ნომერიც მიუთითეს.