საკადრო ცვლილებები ცხოველთა მართვის სააგენტოში - თამარ აფციაურს ბექა გიუნაშვილი ჩაანაცვლებს
შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ აფციაურს საკრებულოს ყოფილი წევრი, ბექა გიუნაშვილი ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სავარაუდოდ ის თანამდებობაზე მუშაობას, მომავალი კვირიდან შეუდგება. მხარეები ტვ მონიტორინგთან არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ აფციაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. მხარეები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. თემაზე ვრცელ რეპორტაჟს კი ორშაბათს, 19:00 საათზე, მონიტორინგის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავთ.