ხაშურში საგზაო მოძრაობის წესები იცვლება



ხაშურში საგზაო მოძრაობის წესები იცვლება

ხაშურის მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის ახალ წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას მერია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო ხაშურელებო, როგორც აქამდეც გაცნობეთ, ხაშურში, საავტომობილო და ქვეითთა ნაკადების გაზრდამ გამოიწვია საგზაო მოძრაობის გადატვირთვა და დღის წესრიგში დადგა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების საკითხი.

✅მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწვია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. მათ საფუძვლიანად შეისწავლეს საკითხი და გადაწყდა, რომ რუსთაველის და სააკაძის ქუჩებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა გახდეს ცალმხრივი. ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება ლომოურის და 26 მაისის ქუჩებიც.

✅კერძოდ, შეიცვლება სააკაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნის რეჟიმი, ხოლო ტაბიძის ქუჩაზე, პირველ საჯარო სკოლასთან დამონტაჟდება გამოძახებითი შუქნიშანი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე დეტექტორებით, რაც საშუალებას მისცემს ფაზების ხანგრძლივობა ნაკადების შესაბამისი ოპტიმალური რეჟიმით იმართოს. (შუქნიშანი აღჭურვილი იქნება შესაბამისი ღილაკით. გზის გადაკვეთის მსურველ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ღილაკზე ხელის დაჭერით შეცვალოს შუქნიშნის ფერი, შეაჩეროს მოძრაობა და გადაკვეთოს გზა). დაგეგმილია შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟებაც. ამასთან, გამოძახებითი შუქნიშანი იმუშვებს .. საცდელ რეჟიმში, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად დააკვირდება მისი მუშაობის ეფექტურობას და დადებითი ეფექტის შემთხვევაში ასეთი შუქნიშნები ქალაქის სხვა ტერიტორიებზეც დამონტაჟდება.

✅პირველ საჯარო სკოლასთან ასევე დამონტაჟდება 2 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა (.. მწოლიარე პოლიციელი) შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

✅ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე დაპროექტებულია წრიული (ოვალური) კვანძი, ხოლო სააკაძის ქუჩის მონაკვეთი წრიული კვანძიდან რუსთაველის ქუჩამდე ტაბიძიდან რუსთაველის მიმართულებით გახდება ცალმხრივი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში დამონტაჟდება 6 ერთეული გზის ხელოვნური უსწორმასწორობა (.. მწოლიარე პოლიციელი) შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

✅ხელოვნური უსწორმასწორობა (.. მწოლიარე პოლიციელი) დამონტაჟდება რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მეორე და მესამე საჯარო სკოლების მიმდებარედ.

✅რუსთაველის ქუჩის შუა წელიდან (კონკრეტულად, ლომოურისა და რუსთაველის კვეთიდან) სატრანსპორტო ნაკადი ცალმხრივად შევა ლომოურის ქუჩაზე 180 მეტრ მანძილზე. შემდგომ მონაკვეთზე ლომოურის ქუჩა დარჩება ორმხრივი.

✅ცალმხრივი გახდება 26 მაისის ქუჩის 150 მეტრიანი მონაკვეთი ყაზბეგისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით.

✅ფარნავაზის ქუჩაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის დაპროექტებულია ორი 3 მეტრიანი სიგანის სავალი ზოლი. იმოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 50კმ/სთ-მდე. დამონტაჟდება ერთი გზის ხელოვნური უსწორმასწორობა (.. მწოლიარე პოლიციელი) შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

✅აღმაშენებლის ქუჩაზე დაპროექტებულია ორი 3,25 და 3.5 სიგანის სავალი ზოლი. იმოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 50კმ/სთ-მდე. დამონტაჟდება 2 გზის ხელოვნური უსწორმასწორობა (.. მწოლიარე პოლიციელი) შესაბამისი შემზღუდავი ნიშნებით.

✅საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტი მომზადებულია საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით.

✅ქალაქ ხაშურში რუსთაველის, ფარნავაზის აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

✅სატენდერო წინადადებების მიღება სრულდება 2022 წლის 13 ივნისს.

✅შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 735 461 ლარია.

✅დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე. (განცხადების ნომერია: NAT220009932).

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ