ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა



ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვები 2022 წლის 15 მარტამდე გაგრძელდება.

როგორ ცნობილია სანქცირებულია სიაში მოხვედრილ 177 პირს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე მოგზაურობა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ეკრძალებათ.

ასევე გაიყინება ევროპულ ბანკებში არსებული ანგარიშები.   ფინანსური შეზღუდვები გაგრძელდა კრემლის მფარველობაში არსებულ 48 კომპანიას და მის ხელმძღვანელობას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაუწესა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ