ექსკლუზივი: გოროს კულტურის სააგენტო მორიგ სკანდალში ეხვევა - თანამშრომელს გამოძიება, ფოიერვერკის გამყიდველისგან ქრთამის აღებას ედავება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო, მორიგ სკანდალში ეხვევა. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ერთ-ერთი თანამშრომელის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება, ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. როგორც მონიტორინგს სანდო წყარო უყვება, 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ფოიერვერკის შესყიდვის პირობით, სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაღაზიის გამყიდველს ქრთამის სახით 300-ლაზე მეტი თანხა გამოართვა. ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გორის კულტურის აიპში. დავით დარბაიძის თქმით, გამომძიებლებს ამ საკითხზე, ამ დრომდე არავინ დაუკითხავთ.
ტვ მონიტორინგი ბრალდებულის იდენტიფიცირებას ამ ეტაპზე არ ახდენს, თუმცა ჩვენ ამ წუთებში დეტალებს ვარკვევთ და მთავარ სიახლეებს tvmonitoringi.ge-ზე შეიტყობთ.