როგორ ჩატარდება მატჩები შეზღუდვების პერიოდში - სფფ-ს გადაწყვეტილება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით, ან იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე სფფ-ის შესაბამის განყოფილებას წარუდგენენ შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს.
მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან კი, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ზემო აღნიშნული წესებით.