გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გადაიდო



გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გადაიდო

საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, დაგაგმილი ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. საკორდინაციო საბჭომ ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სრულად შეზღუდა ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. აღნიშნული შეზრუდვები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, რამაზ შიოშვილის თქმით მათ რეგულაციის შესაბამისად რამდენიმე ღონისძიების გადავადება მოუწიათ.

,,რამდენიმე ღონისძიება იყო დაგეგმილი. მათ შორის სპორტული ღონისძიებებიც. ანსაბლი ,,ფორტეს“ კონცერტები იყო დაგეგმილი გორის მუნიციპალიტეტის 5 თემში. ყველა მათგანი დროებით არ ჩატარდება.“ - ამბობს გორის კულტურის სამსახურის უფროსი, რამაზ შიოშვილი.  

მისივე თქმით თუ რეგულაციები მოხსნება დროებით გაუქმებული ღონისძიებები სექტებრის თვეში ჩატარდება.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ