ექსკლუზივი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს



ექსკლუზივი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო წმენდა გრძელდება. თანამდებობიდან  გაუშვეს შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც კულტურის სააგენტოში, ბუღალტრის მიერ ფულის მოპარვის ფაქტი ვერ აღმოაჩინა.  მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თამარ ზურაბაშვილმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით თავად მიმართა, თუმცა არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ბუღალტრის მიერ, ბიუჯეტის ფულის მოპარვის და ტოტალიზატორში გადარიცხვის საქმეს. ალესანდრე თარხნიშვილი არც იმას აკონკრეტებს, რჩება თუ არა თამარ ზურაბაშვილი საჯარო სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. როგორც მერიაში ამბობენ, ჯერ-ჯერობის მისი შემცვლელი მოძებნილი არ არის. ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანებაა, რომლის ბუღალტრიც წლების განმავლობაში ფულს იპარავდა და  ათობით ათას ლარს ტოტალიზატორებში ირიცხავდა. ჩატარებული შემოწმების მიუხედავად, ზურაბაშვილის სამსახურმა კი აღნიშნული დარღვევა ვერ აღმოაჩინა, სწორედ მაშინ მოითხოვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა მისი პასუხისმგებლობის დაყენება.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ