გორის მუნიციპალიტეტში, პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან



გორის მუნიციპალიტეტში, პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან

გორის მუნიციპალიტეტში, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული სკოლის შიდა სივრცეში მოხდა. პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.

"ფაქტს გიდასტურებთ და ვადასტურებ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს ანუ სკოლა მოიქცა ისე, როგორც კანონი ეუბნება, შეტყობინება შევიდა პოლიციაში და მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ბუნებრივია ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. პედაგოგი დროებით ჩამოცილებულია სასწავლო პროცესს", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ