გორის ეკლესიიდან შესაწირი ყუთები მოიპარეს

BOG


გორის ეკლესიიდან შესაწირი ყუთები მოიპარეს

გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ორი შესაწირი ყუთი მოიპარეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ქურდობის ფაქტის შესახებ კი სასულიერო პირებმა დილით შეიტყვეს. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს სამართალდამცველებს.

,,კარი დაკეტილი იყო და არ ვიცი, შიგნით როგორ შეაღწიეს. წაღებულია ორი შესაწირი ყუთი, გაუკრკვეველი თანხით“ - გვითხრა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჯერ-ჯერობი დაკავებული არავინაა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ