ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა



ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. 

რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გადააჭარბა 3 ლარის ნიშნულს. ხოლო, პრემიუმის ღირებულება 3 ლარს უკვე რამდენიმე თვეა აღემატება. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება.

დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი "პრემიუმის" ფასი 3.15 ლარია, ხოლო "რეგულარის" 3.02 ლარი. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი"პრემიუმის" ფასი 3.15 ლარია, "რეგულარის" - 3.02 ლარი.

"ლუკოილის" ბეზნინგასამართ ქსელში "პრემიუმის" ფასი 3.05 ლარია, "რეგულარის" - 2.93 ლარი.

"რომპეტროლის" "პრემიუმის" ფასი 3.15 ლარია, "რეგულარის" - 3.03 ლარი.

"გალფის" ბეზნინგასამართ ქსელში "პრემიუმის" ფასი 3.17 ლარია, "რეგულარის" - 3.07 ლარი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ