საერთაშორისო მედია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ისტორიაზე წერს



საერთაშორისო მედია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ისტორიაზე წერს

გამოცემა Aljazeera, ქართული ე.წ საზღვრისპირა სოფლით, ხურვალეთიოთ დაინტერსდა.

საქართველოს ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ხურვალეთმა დაკარგა 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და საძოვრები იმის გამო, რომ რუსი ოკუპანტები ახორციელებდნენ უკანონო პროცესს, რომელიც ცნობილია როგორც "ბორდერიზაციის" პროცესი.

ბორდერიზაცია  2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო დაჩქარდა.

გამოცემა წერს, რომ  საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს უმდიდრესი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილირეპრესიების ან ესკალაციის შიშით, იშვიათად ერევა ბორდერიზაციის პროცესში და  "ქართული ოცნებაარგაღიზიანების პოლიტიკას იყენებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებამ ზიანი მიაყენა საზღვრის მახლობლად მცხოვრებ სოფლებს. მოსახლეობა, გატაცების შიშით სასაზღვრო ზოლთან ვეღარ ამუშავებს ნაკვეთებს.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის სახე კი, ხურვალეთელი დათა ივანიშვილი იგივე "დათა პაპა" გახდა, რომელიც 2021 წლის მარტში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2011 წელს მან უარი თქვა სახლის დატოვებაზე, რომელიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა და სოფლის დანარჩენ ნაწილს მოწყდა.  დათა პაპას საცხოვრებელი სახლი, დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების სტუმრობის სიმბოლური ადგილი გახდა. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ