გახარიას გუნდი ბორჯომის პროპორციული სიის მეორე ნომერმა დატოვა
საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თხოვნით ბორჯომის პროპორციული სიის მეორე ნომერმა, გახარიას გუნდის წევრმა მარიამ გელაშვილმა მიმართა. მანვე მიიღო გადაწყვეტილება გახარიას პარტიის დატოვების თაობაზე. ამასთანავე ცნობილია, რომ გელაშვილს გახარიასთან ნათესაური კავშირი აქვს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გახარიას გუნდი და პროპორციული სია ახალქალაქში მესამე ნომერმა, ლორანდ ეზოიანმა და ასევე დატოვა. მოგვიანებით კი, პარტიის და სიის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერმა, ვრეჟ კაზარიანმა და ასპინძის საკრებულოს სიის მეორე ნომერმა, ნუგზარ კაკველიძემ.