საბერძნეთში დაკავებული ქართველების ფოტოები საჯარო ხდება



საბერძნეთში დაკავებული ქართველების ფოტოები საჯარო ხდება

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13 კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.

რეპორტაჟი სპეცოპერაციის შესახებ “კურიერმა“ გასულ კვირას მოამზადა, ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია "კანონიერი ქურდის" კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს.

ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიცილების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა.

სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.

დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.

დაკავებულები არიან:

31 წლის ლიკა ჟვანია 

33 წლის ბექა ბალახაძე 

30 წლის მიხეილ შანყულაშვილი 

26 წლის ზაზა თევზაძე 

27 წლის ჯემალ ლეჟავა 

38 წლის დავით რუბაშვილი 

32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი 

41 წლის რაშიდ მაჰმუდი 

38 წლის შალვა კუხიანიძე 

31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი 

41 წლის დავით ბარძიმაძე 

31 წლის ოთარ თხელიძე

წყარო: რუსთავი 2

ასევე შეგიძლიათ იხილოთ