საოკუპაციო რეჟიმი ჩხიკვაძის გატაცებაზე



საოკუპაციო რეჟიმი ჩხიკვაძის გატაცებაზე

,,ცხინვალში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის

შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“ - ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა IPRM ფორმატში ეგორ კოჩიევმა განუცხადა.

მან სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძე სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. კოჩიევი ამტკიცებს, რომ

"მასზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა".

რაც შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთას, კოჩიევის თქმით, არის ადგილები, სადაც არ დგას აბრები, სანიტარული ღობეები და ნიშნები:

"აღნიშნულ ვითარებაში ამ მოქალაქემ ღობეზე ასვლისას დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. ანუ მან ასი პროცენტით იცოდა, რომ დაარღვია

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. ის მესაზღვრემ დააკავა. ამავდროულად, მესაზღვრემ შენიშნა, რომ ის არც ისე ადეკვატურად იქცეოდა. შ

ესაძლოა ის იყო რაიმე ძლიერი, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ის დააკავეს, ახლა ის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო

სამსახურშია, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მიზანი. მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. ამასთან, არის

ინფორმაცია, რომ დაკავების დროს ის ყვიროდა ნაციონალისტური ლოზუნგებით, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა. როგორც მივხვდი,

მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად მოიქცა." აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, თავად მამუკა ჩხიკვაძემ თქვა დაკავების შემდეგ, რომ იყო სამხედრო:

"თავად ჩხიკვაძემ თქვა, რომ ის არის ყოფილი სამხედრო. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ის ყოფილი სამხედრო.

თუ მას არ ჩაუდენია დანაშაული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას ამის საფუძველზე დევნის საფრთხე არ ემუქრება " ამბობს კოჩიევი.

​მისი თქმით, ჩხიკვაძის პასუხებიდან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება "ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, ან მისი რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ“.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნად სარჩელი უკვე მოამზადა და ის დღეს გაიგზავნება.

მათი თქმით, ყოფილი ძალოვანი ოკუპანტების ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა.

 

წყარო:mtavari.tv

ასევე შეგიძლიათ იხილოთ