უკიდურესად მძიმეა გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
წმინდა წყლის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი ამ დრომდე მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გადაუდებელი კვლევების პარალელურად, რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავარია გორში გუშინ მოხდა. ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა.