კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით - შიდა ქართლში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 1 189, ქვემო ქართლი - 317, შიდა ქართლი - 512, გურია - 132, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 448, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 149, სამცხე-ჯავახეთი - 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:
6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.
1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში.
39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.