სოლიდარობა გორელ გარემოვაჭრეებს - "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩუსტების გაყიდვა დაიწყო



სოლიდარობა გორელ გარემოვაჭრეებს -  "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩუსტების გაყიდვა დაიწყო

 

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გორში ჩამოვიდა და ჩუსტების გაყიდვა დაიწყო. ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ის სოლიდარულია გარემოვაჭრეების მიმართ და მათი დახმარების სურვილი აქვს. იგი ამბობს, რომ თუ მერია ქალაქის იერსახეზე ზრუნავს და მისი დამახინჯება აღელვებს,  მაშინ უნდა დაუმზადონ გარემოვაჭრეებს შესაბამისი სავაჭრო დახლები და კეთიმოუწყონ არსებული ტერიტორია

,,თუ ადგილობრივ მერიას არ უნდა აქ იერსახის დამახინჯება, დაუმზადოს ამ ხალხს ლამაზი დახლები და ივაჭრებენ ლამაზ დახლებზე", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილი სოლიდარობის ნიშნად, გორელ გარემოვაჭრეებთან დარჩენას, დღის ბოლომდე აპირებს. ადგილზე იმყოფებიან ,,გირჩი მეტი თავისუფლებაწარმომადგენლები

ასევე შეგიძლიათ იხილოთ