70 წლის ქალს, რომელმაც კარბში 33 წლის ბიჭს თოხით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, 5-10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლო სხდომა გორში იმართება



70 წლის ქალს, რომელმაც კარბში 33 წლის ბიჭს თოხით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, 5-10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლო სხდომა გორში იმართება

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში,  33 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 70 წლის ქალის სასამართლო პრეცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდების მხარის მოთხოვნაა კანონით გათვალისწინებული სასჯელის, პატიმრობის გამოყენება. ჯერ-ჯერობით უცნობია დაცვის მხარის პოზიცია. სასამართლო სხდომას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ესწრებიან. მათი მთავარი მოთხოვნა, ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა, ვინც ტრაგედიის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 70 წლის ქალს, რომელმაც კარბში 33 წლის ბიჭს თოხით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, 5-10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ მეზობლებს შორის დავა სარწყავი წყლის გამო დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ