TV მონიტორინგის ინფორმაცია დადასტურდა - გორის მერობის კანდიდატად ,,ქართულმა ოცნებამ“ ლადო ხინჩეგაშვილი დაასახელა
TV მონიტორინგის ინფორმაცია დადასტურდა. ,,ქართულმა ოცნებამ“ გორში მერობის კანდიდატად ლადო ხინჩეგაშვილს წარადგინა. მმართველმა პარტიამ ამის სესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ხინჩეგაშვილი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. 2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ ლადო ხინჩეგაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, ხოლო 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას.