ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება



ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება

4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით  ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობიოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება ქ. სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ