სპეცოპერაცია შიდა ქართლში - დაკავებულია ერთი პირი
შიდა ქართლში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.
შიდა ქართლი გარდა, შსს-მ საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის ჯამში 20 პირი დააკავეს. ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.