ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება
პროექტი ითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას, სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და შიდა ქართლის ახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიამ მჭედლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 6.5 მილიონი ლარია.