გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცი, სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა



გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცი, სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 51 წლის კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ის სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო და შესაბამისად სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია. ,,ტვ მონიტორინგის„ ინფორმაციით, მამაკაცი შემდუღებელი იყო და საქვაბე განყოფილებაში მუშაობდა.  ზუსტად რა ვითარებაში გარდაიცვლა კაცი, ჯერჯერობით ისევ უცნობია.  მომხდარზე განცხადება ჯერ აკადემიაში არ გაკეთებულა. ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პასუხობენ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ