,,ბავშვს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა და გული გაუჩერდა“ - ,,გორმედში“ მშობიარობის დროს ჩვილი გარდაიცვალა
გორში, მშობიარობის დროს ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა ,,გორმედის“ სამშობიაროში, 6 მაისს მოხდა. ინფორმაციას მშობიარე ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ.
,,გიღირთ მარინა ხინჩიკაშვილის მსგავსი ექიმების მუშაობა თქვენს კლინიკებში? ამიტომაცაა თქვენი რეიტინგი ნულს ქვემოთ. ჩვეულებრივ ფიზიოლოგიური მშობიარობა იყო, ხელი ქონდა ბავშვს თავთან და ექიმმა გადაწყვიტა ხელის ჩატრიალება, რა დროსაც მიაჭყლიტა ჭიპლარი, ბავშვს ჟანგბადი რომ ვეღარ მიეწოდა გაუჩერდა გული. ამის შემდეგ, ამ ექიმმა არ იკადრა ვინმეს დახმარება, რომ არა ბებია ქალი, ჩემ დასაც გამოასალმებდა სიცოცხლეს. დაურეკეს ექიმ სიმონიას და მან გააჩენინა ბავშვი, მაგრამ აღარანაირი სასიცოცხლო ფუნქციები აღარ ჰქონდა“ - წერენ სოციალურ ქსელში.
საქმეს უკვე სწავლობს რეგულირების სააგენტო და დამატებით კომენტარს კლინიკა პასუხის მიღების თანავე გააკეთებს. რამ გამოიწვია ჩვილის გარდაცვალება და იკვეთება თუ არა ექიმის პასუხისმგებლობა სწორედ აღნიშნულმა სააგენტომ უნდა დაადგინოს.