გორის მერია სასაფლაოზე დაყრილი ნარჩენების გამო დაჯარიმდა



გორის მერია სასაფლაოზე დაყრილი ნარჩენების გამო დაჯარიმდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გორის მერიას საჯარიმო ოქმები შეუდგინა კვერნაკის სასაფლაოზე დაყრილი ნარჩენების გამო.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ დაასუფთავა დანაგვიანებული ტერიტორია, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 46 -ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ასევე მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, რომლებიც განსახილველად გაიგზავნა ქვემდებარე სასამართლოში”, – წერია ოქმში.

ცნობისთვის, საქმე ეხება კვერნაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩებს, რომლის შესახებაც ვიდეო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. მაშინ აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის მერიაში აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ, ვინ დაყარა სასაფლაოს ტერიტორიაზე ინერტული ნარჩენები, თუმცა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებნენ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ