ავარია იგოეთთან - მანქანა, სადაც ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, იგოეთში. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ და ისინი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.