''ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას'' - შს მინისტრი ფიქრობს, რომ მთავრობამ გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა



''ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას'' - შს მინისტრი ფიქრობს, რომ მთავრობამ გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. 

"ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ვერ ვსაუბრობ ხოლმე, ამ შემთხვევაში გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული არიან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ამ ადამიანს გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება ოჯახს.

დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები",- განაცხადა გომელაურმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ