,,ადამიანებს ჩხრეკენ და ფოტოებს უღებენ" - რა ხდება გორის მუნიციპალიტეტის ქუჩებში
გორის მუნიციპალიტეტში მასშტაბური რეიდებია. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, სოფლებში მოქალაქეებს აჩერებენ, ჩხრეკენ და ფოტოებს უღებენ. რას უკავშირდება გაძლიერებული საპოლიციო კონტროლი ჯერ უცნობია. როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, სოფლებში ბოლო პერიოდში კრიმინალურმა შემთხვევებმა იმატა და ვარაუდობენ, რომ რეიდებიც სწორედ ამას უკავშირდება. ამ დროისთვის პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები სხვა და სხვა სოფლებში არიან გადანაწილებულები.