გაგრძელდება თუ არა არდადეგები სკოლებში?
“ჯერჯერობით, რეკომენდაციას, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება”, – განმარტა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,63 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,1 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 5 486 პირს დაუდასტურდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა. გუშინ, 10 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 953 შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.