გახელაძის გათავისუფლებისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს - ვახტანგ გომელაური



გახელაძის გათავისუფლებისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თქმით, მთავრობა უკანონოდ დაკავებული, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. 

გომელაურმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მისმა საჯარო განცხადებებმა, შესაძლოა, პროცესი დააზიანოს.

"ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ვერ ვსაუბრობ ხოლმე, ამ შემთხვევაში გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული არიან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ამ ადამიანს გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება ოჯახს.

დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები",-თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ