ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ დაკავებული, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის საფრთხეშია.
"ირაკლი 8 თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება, მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. [...] ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მას აწუხებს კუთისა და თავის ძლიერი ტკივილები. ჟენევის კონფერენციაზე ვამყარებთ ოჯახი დიდ იმედებს, რომ ირაკლი გათავისუფლების თემა იქნება მკაცრად დაყენებული",- ამბობს უკანონოდ დაკავებული ბებუას ნათესავი, თამარ ბებუა.