კონდოლიზა რაისი - საქართველო და უკრაინა ნატო-მ თავის რიგებში უნდა მიიღოს



კონდოლიზა რაისი - საქართველო და უკრაინა ნატო-მ თავის რიგებში უნდა მიიღოს

საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

შეგახსენებთ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დროს ,-კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი ორივე ქვეყნისთვის ღია რჩება.

„ნატო-ს კარი ღია რჩება. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მკაფიოდ განაცხადებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ