მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი ცნობილი გახდა



მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი ცნობილი გახდა

ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ ისაუბრა და თქვა, რომ 70 წლის მონაზვნის მდგომარეობა უმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო.  პროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე წარუდგინა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ