გორში, პოლიციის შენობის შესასვლელის ბლოკირების გამო, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს
გორში, პოლიციის შენობის შესასვლელის ბლოკირების გამო, სამართალდამცველებმა გირჩი მეტი თავისუფლების ორი წევრი დააკავეს.
,,ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დაკავებულები არიან ზურა ხომეეიკი და ბადრი გრიგალაშვილი.
შენობის შესასვლელთან მდგარი სატრანსპორტო საშუალება კი საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ცნობისთვის, გირჩი მეტი თავისუფლების წევრებმა გორში აქცია დღეს გამართეს და სუს-ის ოფისის შესასვლელი ჩაკეტეს. ისინი ითხოვდნენ:
- 1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
- 2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
- 3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.