გორის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 1 800 000 ლარი - ზარდიაანთკარში 28 სახლი რეაბილიტირდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოყოფილია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამწვარი სახლების აღდგენას 1 800 000 ლარი მოხმარდება. სამუშაოები, სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება.
,,28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გორის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 1 800 000 ლარი“ - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი, აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარი კარ-მიდამო საომარი მოქმედებების დროს დატოვა და უკან 2012-13 წლებში დაბრუნდა. ადგილობრივებს კი სახლები გადამწვარი და გაძარცვული დახვდა. ხალხი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას მას შემდეგ ითხოვს. თემაზე არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული ,,ტვ მონიტორინგს“.
სოფელში არსებული ვითარების სანახავად დააჭირეთ აქ.