''ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ ფულის გათეთრებას'' - სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
ნინო ლომჯარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის წარდგენილ ბრალსა და წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, სასამართლო პროცესის განახლებას გამოეხმაურა.
„სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია "ფულის გათეთრების" დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,"-აცხადებს ლომჯარია.