მზადება დაჯილდოებისთვის - ქარელის მერი საუკეთესო თანამშრომლებს ჯილდოს გადასცემს



მზადება დაჯილდოებისთვის - ქარელის მერი საუკეთესო თანამშრომლებს ჯილდოს გადასცემს

,,ტვ მონიტორინგისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლების დაჯილდოებისთვის ემზადება.  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი თანამშრომლებს შორის საუკეთესო შვიდეულს გამოავლენს და ჯილდოს გადასცემს. როგორც მერმა გვითხრა, საუკეთესო თანამშრომლებს
წლის ბოლოს დაასახელებს.  მათთვის კრისტალის ჯილდოებს კომპანია ,,დაზგა“ დაამზადებს. აღნიშნულისთვის 1000 ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

,,ქარელის მერიის საუკეთესო შვიდეულს თავად თანამშრომლები შეარჩევენ. დღეს უკვე ცნობილი გახდება ვის გადაეცემა კრისტალის ჯილდო. ასევე დავთქვამთ დაჯილდოვების ღონისძიების თარიღსაც.  საუკეთესო ტანამშრომლებს სიგელი, ფასიანი საჩუქარი და კრისტალის ჭილდო გადაეცემა, რომელზეც იქნება დატანილი გამარჯვებული თანამშრომლის ინიციალები“ - უთხრა ,,ტვ მონიტორინგს“ ზაზა გულიაშვილმა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ