ტვ მონიტორინგის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა



ტვ მონიტორინგის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ტვ მონიტორინგის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რაც ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დააკამაყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტი და ტელეკომპანია „დიას“ ოპერატორი, სიუჟეტის მოსამზადებლად ქარელში, N33 საარჩევნო ოლქის N2 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხელი უკანონოდ შეუშალა. ბრალდებულმა „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს და „დიას“ ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს ფიზიკური ძალადობით აიძულებდა ჩაწერილი ვიდეოკადრების წაშლას, რათა თავიდან აეცილებინა გადაღებული მასალის გაშუქება. ვინაიდან, დაზარალებულები კვლავ განაგრძობდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, N42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ბრალდებულმა „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) და 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ცემა და სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ