მეჯვრისხევში, ოკუპანტებმა EUMM - ის სამონიტორინგო ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს - ქაცარავა



მეჯვრისხევში, ოკუპანტებმა EUMM - ის სამონიტორინგო ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს - ქაცარავა

ოკუპანტების მიერ განხორციელებულ პროვოკაციაზე ინფორმაცია გაავრცელა დავით ქაცარავამა. მისი ინფორმაციით, პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ქაცარავა განმარტავს, რომ მომხდარის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ადასტურებენ თვითმხილველები.

"პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო.

არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა.

საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.

გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს.

რატომ მოიქცნენ ესე ორკები? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია. დაადასტურებს სუსი? არ მგონია. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს ჩვენი მხარე და რამე დისკომფორტს მაინც შეუქმნის ოკუპანტს. იმედს კი ვიტოვებ, მაგრამ..." - წერს დავით ქაცარავა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ